RSS - ეკონომიკა http://www.georgianpress.ge საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press ru-RU Copyright by www.georgianpress.ge 2019 support@georgianpress.ge ეკონომიკა RSS 2.0 generation class http://blogs.law.harvard.edu/tech/rss ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7% შეადგინა http://www.georgianpress.ge/com/news/view/35510/?lang=1 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნისუმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 293.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 032.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (772.4 მლნ. აშშ დოლარი).  support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35510/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში ვიზიტით მოიწვია http://www.georgianpress.ge/com/news/view/35514/?lang=1 საქართველოს პრეზიდენტმა ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო ლანჩი გამართა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან. იაპონურმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იაპონიაში ვიზიტისთვის და იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიაში მონაწილეობისათვის. ​მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო-იაპონიის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სპორტის სფეროში თანამშრომლობა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც მსოფლიოში არსებობს, საქართველოში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა დაივიწყოს. სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში მოიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ: იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იჩირო აისავა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი მიდორი მაცუშიმა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ბიუროს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორი მიკიტო ტომიიამა და ტოიოტას სტადიონის პრეზიდენტი ტოშინობუ ობატა. support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35514/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.6% შეადგინა http://www.georgianpress.ge/com/news/view/35509/?lang=1 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (371.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი). support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35509/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press საქართველოსა და დსთ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა 0.9%-ით გაიზარდა http://www.georgianpress.ge/com/news/view/35508/?lang=1 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 430.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 23.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 704.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (12.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 135.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.3 პროცენტი იყო. support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35508/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი http://www.georgianpress.ge/com/news/view/35513/?lang=1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი.   ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ. მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს, თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.   ამავე ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ.   პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.   ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მე-5 წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.   გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.   სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.   წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.     support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35513/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან 4.6%-ით მეტი ივაჭრა http://www.georgianpress.ge/com/news/view/35507/?lang=1 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 620.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს.იმპორტის მოცულობამ 1 667.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 287.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.9 პროცენტით განისაზღვრა. support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35507/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press "რუსთავი2-ის" 60%-იან წილს ყადაღა დაადო http://www.georgianpress.ge/com/news/view/35517/?lang=1 სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის  60%-იან წილს ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას აქიმიძე-დვალის ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე ავრცელებს. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქიმიძისა და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო, შესაბამისად ტელევიზიის წილის 60 %-ს ყადაღა დაედო.  "რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მხარეს სარჩელი ჯერ არ მიუღია. პაატა სალია განმარტავს, რომ შესაბამის იურიდიულ მოქმედებებს, სასამართლო განჩინების გაცნობის შემდეგ განახორციელებენ.  support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35517/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press  21-24 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი http://www.georgianpress.ge/com/news/view/35516/?lang=1  21-24 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35516/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.5%-ით გაიზარდა http://www.georgianpress.ge/com/news/view/35506/?lang=1 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 719.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 755.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 690.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35506/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press გიორგი გახარია სექტორულ ბუზნესასოციაციებს - ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, იქნება გადაწყვეტილი http://www.georgianpress.ge/com/news/view/35515/?lang=1 გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. „ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერ ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება. „ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ. იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლე ვადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას“ თქმა, ეს „არა“ უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში „არაც“ პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში „არას“ ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. support@georgianpress.ge http://www.georgianpress.ge/com/news/view/35515/?lang=1 საინფორმაციო სააგენტო - Georgian Press